21:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 08:14:40, 635 ნახვა

საზოგადოება
Anonymous - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომელიც Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ განხორციელდა, მოიცავდა საგადასახადო აპარატებში შეღწევას, რაც პირდაპირი „მესიჯი“ იყო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.

ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.

საქართველოს ხალხს: ადექით, წინააღმდეგობა გაწიეთ და თავისუფლება დაიბრუნეთ. მარტონი არ ხართ ამ ბრძოლაში.

გაუმარჯოს საქართველოს,” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics