21:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 17:43:04, 691 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics