16:20 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 15:28:56, 501 ნახვა

მსოფლიო
ხანძრების მიერ კალიფორნიისთვის მიყენებულმა ზარალმა $250 მილიარდს გადააჭარბა

კალიფორნია კატასტროფულ ხანძრებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ ხანძრებს სულ მცირე ოცდარვა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ცეცხლმა რამდენიმე ათეული ათასი შენობა შეიწირა, ორასი ათასამდე ადამიანს ევაკუაცია აიძულა და 9,500 ჰექტარი მიწა გადაწვა — ამ მაჩვენებლით, ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია ლოს-ანჯელესის ისტორიაში. უშუალოდ ცეცხლის ალის გარდა, პრობლემაა კვამლი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ყოფნას გაუსაძლისს ხდის. კალიფორნიისთვის ხანძრების პრობლემა არახალია, პირიქით — ამ ტიპის სტიქიას აშშ-ის უმდიდრესი შტატი ფაქტობრივად ყოველწლიურად ებრძვის. წლევანდელი სტიქიური უბედურების ზარალი, ამ დროისთვის, $250 მილიარდადაა შეფასებული.

წელს მომძლავრებული ხანძრების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი სადაზღვევო კომპანიებზე და მათ მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკაზე. სადაზღვევო კომპანიის დანიშნულება კლიენტებისთვის რისკის დაზღვევაა, ანუ როცა რისკი იზრდება, პრემია, ანუ თანხა, რომელსაც კლიენტი დაზღვევაში იხდის, ასევე იზრდება და ეს ტენდენცია ბოლო თვეებშიც დაფიქსირდა, როცა კომპანიებმა კალიფორნიასთან დაკავშირებული კლიენტებისთვის პრემია სულ მცირე 20%-ით გაზარდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თანხა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც. დღეს არსებული მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებმა კლიენტებს $28 მილიარდის ზარალი აუნაზღაურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics