|
2025-01-23 15:38:41, 484 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდისთვის 1 500 სამხედროს გზავნის
პენტაგონის განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის პროცესი დაიწყო, რათა ამერიკის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდას შეუწყონ ხელი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რობერტ სალესესი ამბობს, რომ ჯარი ვერტმფრენის მეშვეობით გააკონტროლებს სიტუაციას, ასევე სასაზღვრო პატრულს ბარიერების მშენებლობაში დაეხმარება. პენტაგონი ასევე გამოყოფს სამხედრო თვითმფრინავებს შიდა უსაფრთხოების სამინისტროსთვის, რომელმაც 5 000 დაკავებული მიგრანტის დეპორტაცია უნდა უზრუნველყოს. სალესესი აცხადებს, რომ სამხედროების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან მისი თქმით, "ეს მხოლოდ დასაწყისია". თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ დეპარტამენტი მზად არის მიაწოდოს უფრო მეტი ჯარისკაცი, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის 2000-მდე საზღვაო ქვეითი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე განაცხადა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს. მან აღმასრულებელი ბრძანებებით სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა და დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი უკანონო მიგრანტების შვილებისთვის გააუქმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)