21:01 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 14:22:04, 394 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტიც, განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან , მეტიც, გვინდა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა, იყოს ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი.

„დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ, გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics