|
2025-01-23 13:59:26, 643 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით
გამოცემა Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების სურვილის ფონზე, ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული რუსული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით. Reuters-ის ორი წყაროს ინფორმაციით, არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები ხელს უწყობს კრემლში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ რუსეთი, შესაძლოა, ჩაერთოს ომის დასრულების მოლაპარაკებებში. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს დაიკავა, პირობა დადო, რომ უკრაინის კონფლიქტს დაასრულებს. 22 იანვარს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უნდა მოველოდეთ.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)