|
2025-01-23 12:05:56, 400 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა "ჰუსიტები" უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „ჰუსიტების“ ქმედებები ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამოქალაქო და სამხედრო პირების უსაფრთხოებას, უახლოესი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებასა და გლობალურ საზღვაო სავაჭრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, იემენელმა „ჰუსიტებმა“ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში მცურავ გემებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, იემენში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარების მიზნით „ჰუსიტებს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. წითელ ზღვაში განხორციელებული თავდასხმების გამო 2024 წლის იანვარში აშშ-მა „ჰუსიტები“ „სპეციალურად განსაზღვრული გლობალური ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)