|
2025-01-21 17:44:22, 650 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეშფოთებულია აშშ-ის ორგანიზაციიდან გასვლის გეგმებზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოთქვამს შეშფოთებას შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ გააკეთებული განცხადების გამო. ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, WHO-იმ განაცხადა, რომ „წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში, აშშ-სა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, განხორციელდა რეფორმების უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავდა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, ხარჯების ეფექტურობის ზრდას და მსოფლიოს ქვეყნებში ორგანიზაციის გავლენის ტრანსფორმირებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს სამუშაო გრძელდება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ორგანიზაციის დატოვების მიზეზები მოიცავს COVID-19 პანდემიის არასწორ მართვას, რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობას და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის გაუმართლებლობას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)