|
2025-01-20 17:45:33, 675 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა შეწყალების წინასწარი აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც იძიებდნენ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას. ჯო ბაიდენის განცხადების თანახმად, აღნიშნული საჯარო მოხელეები ემსახურებოდნენ ამერიკელებს პატივით, გამორჩეულად და არ იმსახურებენ, იყვნენ გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე. ბაიდენის თქმით, შეწყალება „არ უნდა ჩაითვალოს როგორც აღიარება“, რომ რომელიმე მათგანი „ჩართული იყო რაიმე დანაშაულში“. ენტონი ფაუჩის, რომელიც მეთვალყურეობდა აშშ-ის პასუხს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე, ხშირად აკრიტიკებდნენ ტრამპი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ ტრამპს „ძირამდე ფაშისტი“ და „სახიფათო“ უწოდა. ბაიდენის შეწყალება მოიცავს 2021 წლის 6 იანვრის ბუნტის გამოძიების დროს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრებს, ასევე მათ თანამშრომლებს და ოფიცრებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)