17:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 17:31:42, 553 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, თუ დეპორტაციასთან დაკავშირებული გეგმები განხორციელდება, ტრამპი შექმნის „ღარიბ უბედურებს, რომლებიც ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებენ“.

„ეს არ არის სწორი. პრობლემები ასე არ წყდება“, - განაცხადა რომის პაპმა.

მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, უხელმძღვანელოს საზოგადოებას, სადაც სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობის ადგილი არ იქნება და ხელი შეუწყოს ხალხებს შორის მშვიდობასა და შერიგებას.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე აშშ-დან უსაბუთო ემიგრანტების მასშტაბურ გაძევებას დაიწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics