|
2025-01-19 11:12:26, 563 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა
დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა. დონალდ ტრამპი ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას ვაშინგტონის ცენტრში მდებარე Capital One Arena-ზე გამართავს. ასევე, 20 იანვარს დაგეგმილია პოსტსაინაუგურაციო ღონისძიება. ნავარაუდევი ძლიერი სიცივის გამო ტრამპმა გადაწყვიტა, საინაუგურაციო ცერემონია კონგრესის შენობაში გადაიტანოს, ხოლო აღლუმი პენსილვანიის გამზირიდან – Capital One Arena-ში. ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა. ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს და შემდეგ საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)