18:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 11:47:04, 515 ნახვა

მსოფლიო
2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება

მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება. შიმშილი და არასრულფასოვანი კვება კი გავლენას დაახლოებით იმავე რაოდენობაზე მოახდენს.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ეკონომიკებს წინ დიდი გამოწვევები აქვთ და მომავალი 25 წელი უფრო მკაცრი იქნება მათთვის, ვიდრე ბოლო 25 წელი იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებად ქვეყნებში ზრდა არასაკმარისი იქნება სიღარიბის დასაძლევად და განვითარების მიზნების მისაღწევად. საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, განვითარებადი ეკონომიკები უფრო ურთიერთდამოკიდებულნი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის შეფერხებას ფართო ეფექტი აქვს.

ზრდის ტემპების მდგრადი გაუმჯობესების გარეშე, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ დღევანდელი 26 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 6 მიაღწევს საშუალო შემოსავლის სტატუსს 2050 წლისთვის.

მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის განვითარებად ეკონომიკებს 2000 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა ექნებათ. საფინანსო ინსტიტუტი განვითარებად ეკონომიკებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად 4%-იან ზრდას ელის, რაც მართალია გლობალური ზრდის 2.7%-იან პროგნოზს აჭარბებს, თუმცა მსოფლიო ბანკი განვითარებადი ეკონომიკების პროგრესის შენელებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში განვითარებადი ეკონომიკები 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ.

მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ახალი გლობალური სავაჭრო შეზღუდვების ეფექტზეც ვინაიდან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობის ზრდაა მოსალოდნელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics