|
2025-01-17 09:26:19, 506 ნახვა
მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" ლიდერები - სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ჩვენ, “დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, - ამის შესახებ “დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული. “დიდი შვიდეულის“ ლიდერების თქმით, სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გზის გახსნა, რათა დაბრუნდნენ და აღადგინონ თავიანთი სახლები, „მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში. “დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. „მოვუწოდებთ ირანს და მის მარიონეტებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამ საფრთხეების ფონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. “დიდი შვიდეულის“ ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ, დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)