|
2025-01-17 08:21:21, 513 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერის ოფისი - ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ, - ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება. „ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას - როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა : კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)