|
2025-01-16 17:27:06, 484 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს
პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა. „ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა. „ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)