19:28 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:20:06, 393 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

შეთანხმება, რომელიც კვირას უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ექვსკვირიან თავდაპირველ ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების თანდათან გაყვანით. ასევე „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით უკან დაიხია და მოთხოვნები წარადგინა.

„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო“, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics