04:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:13:23, 385 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ახლა ამ ულტიმატუმით თავის კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, მსახიობების პროტესტზე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მდინარაძის თქმით, მსახიობები თავად წირავენ კოლეგას ციხისთვის.

 

"რომ გამოდიან [მსახიობები] და იძახიან, ულტიმატუმს ვუყენებთ ხელისუფლებას, ოცამდე თუ არ გაათავისუფლებთ, მერე ჩვენ ვიცითო. ახლა ამ ულტიმატუმით თავის კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის, იმიტომ, რომ არცერთი ხელისუფლება, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ეს რომ მოიხსნება, მერე შეიძლება მხოლოდ ფიქრი ჰუმანურ გადაწყვეტილებაზე. აპრიორი ვიღაც რომ გამოდის და იძახის, თუ ასე არ... თითის ქნევით, მხოლოდ თვითონ წირავენ, ის კი არ აინტერესებთ, მათი ბედი, უფრო მუხტის აწევა აინტერესებთ"-განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics