|
2016-03-04 13:23:50, 1503 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: მიქაუტაძის მიმართ გაცხადებული პრეტენზიები უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო იყო
მე შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია და ის პრეტენზიები, რომელიც იყო გაცხადებული მის მიმართ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტციის უმაღლესი საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენატძემ აღნიშნა, მიქაუტაძის მიმართ წაყენებული პრეტენზიები უსაფუძვლო იყო. „მე შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე ის პრეტენზიები, რომელიც იყო გაცხადებული და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. ბევრ შემთხვევაში მის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო, მაგალითად იმ ნაწილში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოზიციას გამოხატავს“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საკითხზე მიქაუტაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თუ აქვს ინფორმაცია? გვენეტაძე პასუხობს, რომ „მას ეს საკითხი არ შეუსწავლია“. „არა, ამ საკითხზე მე არ მაქვს ინფორმაცია. არც მისწავლია ეს საკითხები. ამ მოკლე პერიოდში, რაც მიქაუტაძე ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებდა, მისი მუშაობა აბსოლუტურად მისაღები დამაკმაყოფილებელია. კოლეგების პოზიციაც აბსოლუტურად მისაღები და დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)