|
2025-01-15 00:12:49, 544 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ და სომხეთმა სტრატეგიული ურთიერთობა გააფორმეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია. ქარტიას ხელი ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. „ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მისი თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები. ეს ნაბიჯი აშშ-ის მთავრობამ გადადგა ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემამდე 6 დღით ადრე. „ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, -განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)