09:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 10:29:07, 357 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ

დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც იქნება მოწოდება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტია ყველა ეროვნულ დელეგაციას მოუწოდებს, რომ არ ცნონ „ქართული ოცნების “ წევრების უფლებამოსილება.

„ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში. დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც მოწოდება იქნება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ყველა ეროვნულ დელეგაციას, რომ არ ცნონ „რუსული ოცნების“ წევრების უფლებამოსილება არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი, სადაც შევხვდით ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ ევროკომისარს და ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ევროპული სათქმელი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები რამდენიმე ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს უკვე შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics