09:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:18:20, 396 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აბუდაბის ინციდენტზე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს მიიღებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აბუ-დაბიში  ვიქტორ სანიკიძის,  ზარქუას და მოქალაქეს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ნაცი პროვოკატორის ქცევის წესია, ჯერ იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან.

„ნაცის ბლატაობა, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს თან, ნაცმა, რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე, იძველბიჭოს, იგინოს, დედა იგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება თითქოს ჩვეულებრივი ამბავია ქართველისთვის და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან და მერე როცა მიხვდება, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი საპასუხო რეაქციაში იმყოფებოდნენ, რეაგირების ფარგლებში იმყოფებოდნენ და აბუ დაბის პოლიციამ ეს გაითვალისწინა, მერე უკვე ეს ამბავი და მთელი სიმძიმის ცენტრი, თავისი საჩივრის თუ დამოკიდებულების პოლიციაში გადაიტანოს ადამიანზე, რომელმაც ამ დეპუტატებს მხარი დაუჭირა და ის ადამიანია ახლა დაკავებული და მის გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე მიდის საუბარი წარმოიდგინეთ. ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ მონა უწოდა.

ამის ამსახველ ვიდეოს თავად ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  მოქალაქემ დეპუტატებს კვლავ "სამშობლოს მოღალატეები" ეძახა.

პირველ ვიდეოში გაბიტაშვილი ურტყამს ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics