|
2025-01-10 13:57:58, 560 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ავიამარეგულირებელი ავიაკომპანიებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის თავზე ფრენების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EAშA) გაამკაცრა რეკომენდაციები სააგენტოს მიერ ავტორიზებული მესამე ქვეყნის ოპერატორების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში, ევროკავშირიდან და შიგნით გადაყვანის ოპერაციებს ასრულებენ. EAშA-მ გადამყვანებს ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთის საჰაერო სივრცეში აღმოსავლეთ გრძედის 60°-იან მერიდიანიდან დასავლეთით ყველა დონის ფრენისგან. ეს ეხება მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, დონის როსტოვსა და სამარას თავზე ფრენებს. EAშA-მ თავისი რეკომენდაციები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის კონტექსტში ფრენის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახსნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას შორის ცუდი კოორდინაციის გამო, ეს კონფლიქტი ქმნის რუსეთის თავზე მფრინავ თვითმფრინავებზე უნებლიე თავდასხმის რისკს. რისკებს ქმნის, კონკრეტულად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის მაგალითად, სააგენტომ მოიყვანა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფა. რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანების შედეგად ყაზახეთში ჩამოვარდა. რეკომენდაციები ძალაში იქნება 2025 წლის 31 ივლისამდე
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)