2025-01-10 13:47:14, 510 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერი - გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპს საუბარი შევთავაზეთ
დანიის პრემიერ-მინისტრს გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან საუბარი სურს, – ამის შესახებ პოლიტიკო წერს
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
დანიის პრემიერი-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს საუბარი შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
„ჩვენ შევთავაზეთ საუბარი და მე ველოდები, რომ საუბარი შედგება“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დიალოგის გამართვას არ ელოდება.
მეტე ფრედერიკსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია მის მცხოვრებლებს ეკუთვნის და ვერ წარმოუდგენია, აშშ-ის მხრიდან კუნძულის ძალის გამოყენებით წართმევის რეალური მცდელობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,