22:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 10:43:44, 427 ნახვა

მსოფლიო
„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ AZAL-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცე რეგულარულად იხურება.

„რუსეთის ქალაქ ყაზანის თავზე საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, AZAL განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ყველა ფრენას ბაქო-ყაზანი-ბაქოს მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებაში.

ყაზანი მეთერთმეტე რუსული ქალაქი გახდა, სადაც „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, დაზიანებული თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. AZAL-მა უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა ფრენები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე-ვოდიში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარატოვში, სოჭსა და უფაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics