15:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 00:25:05, 499 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკინი - საფრანგეთმაც და აშშ-მაც დაინახეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ორივემ - საფრანგეთმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახეს დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, ასევე, უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან - ააშენონ მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. მას შემდეგ, რაც ვნახეთ ეს უკუსვლა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ ხალხის მკაფიო ნების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებები, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც გააჩინა ბევრი კითხვა, ვნახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც გადავდგით ნაბიჯები.“ — განაცხადა ბლინკინმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics