|
2025-01-08 15:49:30, 417 ნახვა
მსოფლიო
ირანმა 2024 წელს სიკვდილით დასაჯა, სულ მცირე, 901 ადამიანი
ირანმა 2024 წელს სიკვდილით დასაჯა, სულ მცირე, 901 ადამიანი, მათ შორის 31 ქალი, რომელთა ნაწილიც დამნაშავედ ცნეს თავიანთი ქმრების მკვლელობაში, გაუპატიურების ან ოჯახში ძალადობის სხვა შემთხვევების მოგერიებისას. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცხრა წლის განმავლობაში, რასაც აღშფოთებით შეხვდა გაერო. სიკვდილით დასჯის შემთხვევებიდან დაახლოებით 40 მოდის მხოლოდ გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირაზე, ამბობს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი 7 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში. "ირანში გასულ წელს სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვის ზრდა ძალიან შემაშფოთებელია", - აღნიშნავს უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი და დასძენს, რომ 2023 წლის საერთო მაჩვენებელი იყო 853 ადამიანი. გაეროს განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა მიემართება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და მოქალაქეები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2022 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)