23:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 09:59:01, 388 ნახვა

მსოფლიო
NATO ბალტიის ზღვაში ინფრასტრუქტურის დასაცავად 10-მდე ხომალდს გაგზავნის

კვირის ბოლოდან ნატო ბალტიის ზღვაში კრიტიკული დანადგარების დაცვას 10-მდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს

უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უკვე ბალტიის ზღვაში მყოფი გემები და ასევე ნატოს ქვეყნების პირდაპირ გაგზავნილი გემები. ეს ძალები ზღვაში აპრილამდე დარჩებიან და პირველ რიგში, შეასრულებენ შემაკავებელ და საპატრულო  ფუნქციას იქ, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები. 

ფინეთის ყურის დაცვას გააგრძელებენ ფინეთისა და ესტონეთის ძალები. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ფინეთისა და ესტონეთის მოთხოვნით, ბალტიის ზღვაში ყოფნის გაძლიერება წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების გამო გადაწყვიტა.

გასული წლის 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Eagle C ტანკერმა დააზიანა Estlink 2 ელექტრო კაბელი და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი ფინეთის ყურეში. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებითაა დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics