|
2025-01-07 15:42:24, 549 ნახვა
მსოფლიო
ვაგნერის მეთაურმა, ანტონ ელიზაროვმა თანამდებობა დატოვა
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მეთაურმა, ანტონ ელიზაროვმა, ზედმეტსახელად ლოტოსმა, თანამდებობა დატოვა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ანასტასია კაშევაროვამ გაავრცელა. ის ირწმუნებოდა, რომ კსკ ვაგნერის მეთაურის გადაყენების გადაწყვეტილება ევგენი პრიგოჟინის შვილმა, პაველ პრიგოჟინმა მიიღო და ცვლილება ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე მოხდა. კაშევაროვას მტკიცებით, როდესაც 2023 წელს ელიზაროვს მეთაურად ირჩევდნენ, კსკ-ს საბჭოს სხდომას ვაგნერის ჯგუფისყველა დანაყოფის მეთაური არ ესწრებოდა. მისივე მტკიცებით, როცა ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და სამხედრო მეთაური დმიტრი უტკინი მოკვდნენ, მანამ, სანამ "კსკ-ს ძირითადი ნაწილი საქმიანობით იყო დაკავებული", ელიზაროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით რუსეთში ჩაფრინდა, რათა უმცროსი პრიგოჟინის, პაველის გვერდზე პირველი აღმოჩენილიყო. პროპაგანდისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მას შემდეგ, რაც ლოტოსი კსკ-ს ლიდერი გახდა, ჯგუფი ბევრმა გამოცდილმა სამხედრო მეთაურმა დატოვა. კაშევაროვა ასევე ირწმუნება, რომ ლოტოსის გამო კსკ ვაგნერი როსგვარდიას (რუსეთის ეროვნული გვარდია) ვერ დაექვემდებარა, რადგან პერსონალის არარელაურ რაოდენობასა და ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირობებს აყენებდა, სახელმწიფო სტრუქტურებს კი მასთან საქმიანობა არ სურდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)