|
2025-01-06 17:01:17, 537 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის მიერ, მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის. სასამართლო განხილვა დღეს დაიწყო და ნიკოლა სარკოზის ბრალი ედება ლიბიის დიქტატორისგან თანხის უკანონოდ მიღებაში, რომლითაც მან მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა. სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ათწლიანი გამოძიება, რომელიც 2012 წელს, ფრანგული გამომცემლობა „მედიაფართის“ ინიცირებულია. მაშინდელ პუბლიკაციებში წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ კადაფი სარკოზის კამპანიის დასაფინანსებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფას დათანხმდა. ეს სარკოზის წინააღმდეგ რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა მას შემდეგ, რაც მან ელისეის სასახლე დატოვა 2012 წელს. 2021 წელს სარკოზი დამნაშავედ ცნეს მისი მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს თანხების გამიზნულად გადახარჯვაში. აღნიშნულ საქმეს, უზენაესი სასამართლო განიხილავს. ამჟამად კი, ნიკოლა სარკოზი ერთწლიან შინაპატიმრობაში იმყოფება კორუფციის ბრალდებით გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენის გამო, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ძალაში დატოვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)