20:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 11:18:49, 378 ნახვა

პოლიტიკა
კესტუტის ბუდრისი - ლიეტუვა არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში

ლიეტუვა არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

ბუდრისის თქმით, ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და სანქციების დაწესება მისი პოლიტიკოსების მიმართ არ არის მიმართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისკენ.

„ეს არ ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ დადეს და არ შეასრულეს, რომ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა. ეს მხოლოდ იმას ეხება, რომ საქართველო არღვევს დანაპირებს და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ, წარვმართოთ შიდა პოლიტიკური პროცესები“, – განუცხადა ბუდურისმა ჟურნალისტებს.

ბუდრისის თქმით, ამ სხვადასხვა საკითხის გაერთიანება ზიანის მომტანია.

„არჩევნები, დემოკრატიული სტანდარტები, ეუთო, საარჩევნო ანგარიშები, ევროინტეგრაცია – ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისევე როგორც ადამიანებზე, რომლებიც აორგანიზებენ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას ქუჩაში და ათავსებენ მათ გისოსებს მიღმა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics