|
2024-12-30 21:46:44, 535 ნახვა
მსოფლიო
შოლცმა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შემოჭრა დაასახელა
გერმანიის კანცლერმა ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად, რომელსაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაასახელა. ეს ომი "ატანჯავს სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს - მათ შორის უკრაინის ფარგლებს გარეთ", - წერს ოლაფ შოლცი ორშაბათს, 30 დეკემბერს, სოციალურ ქსელ X-ში. „ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა და დაჭრილებსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაურმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ "ამდენი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი" არ მოხდებოდა "თუ პუტინი არ წამოეწყო თავისი სასტიკი აგრესიული ომი" უკრაინის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer 190 თვითმფრინავი 67 მგზავრითა და ეკიპაჟის წევრით ბაქოდან გროზნოში მიემგზავრებოდა, როდესაც ის რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი. პილოტებს და გარდაცვლილ ბორტგამცილებელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული გმირის წოდებები მიანიჭეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)