|
2024-12-27 00:23:48, 441 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნაცმოძრაობამ, ლელომ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე
დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ" „ლელომ" და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. „როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ" „ლელომ" და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)