02:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 10:59:00, 432 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ ვაპირებთ

რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაძის თქმით, პროტესტი ქუჩაში გაგრძელდება.

„სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ. ამიტომ, თუ გვინდა, პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში“,- აცხადებს ნადირაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics