09:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 15:02:30, 421 ნახვა

პოლიტიკა
კალასი - განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა EU-სგან ძლიერი სიგნალი გავგზავნოთ

ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კალასმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქციების საკითხზე შეთანხმების მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება.

„საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“,- ამბობს კალასი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics