|
2024-12-16 20:21:25, 561 ნახვა
მსოფლიო
კალასი - დღეს სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ - ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს
ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს,- ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა. როგორც კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მათი მხრიდან მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთის შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)