22:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 11:11:13, 493 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ - საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის არჩევნები გრძელდება [ვიდეო]

თბილისში, პარლამენტთან, სადაც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს.

ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.

მანამდე, მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს და აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ გამართეს.

პროტესტის მონაწილეებმა თბილისის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისურიც მიიტანეს, რომელიც შემდეგ პროტესტის ნიშნად დაწვეს.

აღსანიშნავია, რომ დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეების შეკრების პარალელურად, ჭყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics