07:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 12:24:07, 5632 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა [ვიდეო]

უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ  18 პირის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

„ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც, ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია აქტიურობა...

არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა - არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვის. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების - 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს.

მოვუწოდებთ ევროპას, აშშ-ს და მთელ მსოფლიოს, ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად“,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

განკარგულების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics