|
2016-03-01 12:32:16, 743 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს ქენან ილდირიმს და გაერთიანების სხვა წევრებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა. აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების შემდეგ. ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თბილისში უახლოეს პერიოდში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქართულ-თურქული ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)