09:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 18:07:19, 377 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი - ის გარე ძალების ინტერესებს ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სამართალდამცველებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, „წარმოუდგენელია პრეზიდენტის მოწოდება არასრულწლოვნების მიმართაც, რომ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ“. 

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ყველაფრისმკადრებელი ადამიანი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს - ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტია, ემსახურება სხვა კონკრეტული, გარე ძალების ინტერესებს და პირველი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში მოხდეს დაპირისპირება, დაძაბულობა, სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა მისი განცხადებები, თუნდაც ბავშვებთან მიმართებით, როდესაც მოუწოდებს სკოლებს, პატარა ბავშვებს, არასრულწლოვნებს, რომ გამოვიდნენ და ჩაერთონ ძალადობრივ აქციებში. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ? წარმოუდგენელია უბრალოდ, ამას აკეთებდეს ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics