11:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 12:39:19, 412 ნახვა

პოლიტიკა
თბილისსა და რეგიონებში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ

თბილისის რამდენიმე სკოლის გაფიცული მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ.

მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ.

გაფიცული მოსწავლეების აქცია თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, მე-6 გერმანული გიმნაზიის, თბილისის 171-ე საჯარო სკოლისა და დიღმის 192-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„მოსწავლეების ერთიანობა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთად და დავდგეთ ერთად. გვართმევენ საქართველოს. საჭიროა, გავერთიანდეთ. ჩვენი გზა და ადგილი არის ევროპაში და აუცილებლად წავალთ ევროპაში. არ უნდა ვიყოთ უმოქმედოთ“,- უთხრა 161-ე სკოლის მოსწავლემ „მთავარ არხს“.

სკოლის გაფიცულმა მოსწავლეებმა აქცია გამართეს მუხიანის 174-ე, 175-ე და 181-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი საქართველო,  ევროპა და გვინდა, ჩვენს სიტყვას ჰქონდეს აზრი. ჩვენი სურვილია, სკოლა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს და იყოს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც საქართველო და ევროპა ერთ მხარეს ვიდგეთ“,- უთხრა 181-ე სკოლის მოსწავლემ „მთავარ არხს“.

მოსწავლეების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ზუგდიდშიც.

„დღეს ჩვენ გაფიცულები ვართ და სკოლებში არ ვესწრებით საგაკვეთილო პროცესებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ახალი არჩევნები, მშვიდობა და ევროინტეგრაციის საკითხების აღდგენა“,- განუცხადა ზუგდიდის პირველი სკოლის მოსწავლემ „მთავარ არხს“.

მოსწავლეების საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისშიც.

შეგახსენებთ, თბილისთან ერთად, არაერთი ქალაქი პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics