11:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 09:00:34, 376 ნახვა

პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირზე სპეცტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

მანამდე, აღნიშნულ გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს.

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძეზე პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 2 დეკემბერს მოქალქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე, დაახლოებით, 19:00 საათისკენ შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის დაწყებიდან მალევე, ადგილზე მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა საპოლიციო ღონისძიება დაიწყო.

მომიტინგეების დაშლის დროს, იყენებდნენ ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიიდან.

მიმდინარეობდა დაკავებებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღა მას შეემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics