16:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 03:41:07, 373 ნახვა

პოლიტიკა
აქციაზე დაშავდა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და ოპერატორი გიორგი შეწირული, იგი სასწრაფომ გადაიყვანა

რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა.

ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.

ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე “ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული დაშავდა. ოპერატორს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

შეწირული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

სამართალდამცველებმა „თბილისი მარიოტთან“ არსებული ბარიკადებისაგან გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics