19:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 01:01:42, 474 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მარიამ გაფრინდაშვილი კაციჭამია ხარებამ ღიად, პირდაპირ ეთერში დასაჯა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტისა და წამყვანის მარიამ გაფრინდაშვილის დაშავებას ეხმაურება.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, “გაფრინდაშვილი კაციჭამია ხარებამ ღიად, პირდაპირ ეთერში დასაჯა“.

„მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში. უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს საქართველოს ერთერთ ყველაზე საუკეთესო რეპორტიორს და ყველას გვაყურებინეს. რიტუალური ანგარიშსწორებაა, ფაქტიურად“,- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი იმ დროს დაშავდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტი მომხდარიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics