20:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 14:10:35, 422 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - არანაირი რევოლუცია არ მოხდება

პირველი შემთხვევა არაა, როცა რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საპროტესტო აქციების თემის კომენტირებისას განცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, თუმცა, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.

„ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და მისი საფუძველი არის მხოლოდ ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, პირველ რიგში, დავიცავთ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი. ახლაც იგივეა. რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“,- განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics