|
2024-11-27 14:24:47, 406 ნახვა
პოლიტიკა
მიხელსონი ყაველაშვილის კანდიდატურაზე - საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა სახელმწიფოებრივი დაპყრობის დასრულების ზღვარზეა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება. მიხელსონი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას X-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს, 27 ნოემბერს მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)