18:44 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 17:29:13, 1196 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ელიზბარაშვილისთვის პატიმრობას ითხოვდა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების  დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს  მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მსჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე  ძალადობა მოხდა. კერძოდ, პროკურატურის  ინფორმაციით, ელიზბარაშვილმა რამდენიმე მსჯავრდებულს საპატიმროს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა, მათ კი, პატიმრებზე ძალადობა განახორციელეს. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით,  ხსენებულ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ ასევე სამართლებრივი დევნა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics