15:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 13:25:56, 398 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე დელეგაციასთან შეხვედრაზე - საუბარი იყო, რა შეიძლება გააკეთოს EU-მა, რომ „ოცნებამ“ ახალი არჩევნები დანიშნოს

საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დოლიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენებაზეც ისაუბრეს.

“საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ. ასევე სააარჩევნო კიმისიის თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება. საუბარი იყო ყველა მექანიზმზე, საერთაშორისო გამოძებაზე, რომელიც რეალურია... ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ და მალევე... მზად არის ევროკავშირი, ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს რომ ეს ყველაფერი გატარდეს“,- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მანამდე, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics