09:32 - 17 Aug, 2026
|
2024-10-31 09:03:20, 455 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს. კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. წყალდიდობის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალ „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა. "ესპანეთს საუკუნის ყველაზე მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს",- განაცხადა სანჩესმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)