06:11 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 16:31:31, 371 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - გვაქვს მტკიცებულებების კასკადი - ახლა მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე ვმუშაობთ

გვაქვს მტკიცებულებების კასკადი, ახლა ვმუშაობთ მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთიმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემაზე, რომლის დამუშავებაც ახლა მიმდინარეობს.

"ქართული ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული მხოლოდ იმაზე, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ამ გზაზე მივდივართ ყველა ერთად, ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავებთ გარეთ და შიგნით. ასევე გვაქვს, ძალიან ძლიერი, როგორც არასამთავრობოებს, ასევე ჩვენ, მტკიცებულებების კასკადი გაყალბების. ახლა რაზეც ვმუშაობთ, ესაა მთლიანი მოდელის, რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა.  ჩვენ პლუს გავხსნით მთელ სქემას. მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს, დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალი",- განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics