11:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 14:49:53, 390 ნახვა

პოლიტიკა
ENEMO-ს ხელმძღვანელი - არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც თანასწორობას და გამჭვირვალობას არ ითვალისწინებდა

არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას,- ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა განაცხადა.

ვუიოვიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი, ზოგადად, პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

"არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას. გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ გამოხატული ძალადობა, ასევე ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება, ზეწოლა იქნა განხორციელებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ. ENEMO წუხს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობლად მოახდინა გავლენა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე.

ასევე, ანგარიში ეხება წინასაარჩევნო პროცესებს და ხაზგასმით ვიტყვით, რომ პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში, იყო გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანიებიც, ინკლუზიურობას და თანასწორობას ეს პროცესები აფერხებდა",- განაცხადა ვუიოვიჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics